ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 17 ივნისს, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაკეთდა.
კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ არჩეული წარმომადგენელი.
სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა სამი წლის ვადით ხდება.