ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, 17 ივნისს, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაკეთდა.

კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

​სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ არჩეული წარმომადგენელი.

​სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს დირექტორს, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა სამი წლის ვადით ხდება.