ზიმბაბვეში პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრია.
თავად პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა აფეთქებას უვნებლად გადაურჩა. ინციდენტი ქალაქ ბულავიოს სტადიონზე მოხდა, სადაც ქვეყნის ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა.