ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო
ზიმბაბვეს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო. რობერტ მუგაბეს თანამდებობიდან გადაყენების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად მისი მცდელობა სახელდება, ძალაუფლება საკუთარი ცოლისთვის უკანონოდ გადაეცა.
დოკუმენტს პარლამენტს სამშაბათს წარუდგენენ.
ყოფილი ვიცე-პტრეზიდენტისა და პარტიის ლიდერის თქმით, პროცესს დაახლოებით ორი დღე დასჭირდება. რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის დასრულებას ოთხშაბათ საღამომდე ვარაუდობენ.
ვადა, რომელიც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტს საკუთარი ნებით გადადგომისთვის მისცა, ორშაბათს ამოიწურა.
ბოლო მოვლენებამდე, ქვეყნის მომდევნო ლიდერად პირველი ლედი, გრეის მუგაბე და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა განიხილებოდნენ. რობერტ მუგაბემ, ცოლის სასარგებლოდ, ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან მოხსნა, რამაც სამხედრო დაუმორჩილებლობა გამოიწვია. შედეგად, 93 წლის ლიდერმა დაკარგა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელის პოსტი და პრეზიდენტობიდან გადადგომის ულტიმატუმიც წაუყენეს.