ზიაონ ვილიამსონი ბრუნდება
ზიაონ ვილიამსონი ბრუნდება

2019 წლის დრაფტის პირველი ნომერი ზაიონ ვილიამსონი სულ მალე დაბრუნდება. „ნიუ ორლეანის“ პრეზიდენტმა დევიდ გრიფინმა განაცხადა, რომ ვილიამსონი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თავის სადებიუტო შეხვედრას 22 იანვარს „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ტალანტს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია. მიზეზი კი მენისკის ტრავმაა, რომელსაც ზაიონი უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობს.

ორლეანელები ამ დროისათვის დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზე იმყოფებიან.