„დენვერმა“ „მემფისს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია - იოკიჩი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „მემფისმა“ საკუთარ არენაზე „დენვერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით დაამარცხა (102:103).

გამარჯვებული მატჩის ბოლო წამებზე გამოვლინდა. გადამწყვეტი როლი დენვერელთა წარმატებაში ნიკოლა იოკიჩმა ითამაშა, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. სერბს სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა. 21-21 ქულა მიითვალეს მაიკლ პორტერ ჯუნიორმა და ვილ ბარტონმა.

მემფისს“ წინ გასვლა ბოლო წამებზე შეეძლო, თუმცა ჯა მორანტმა შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, „დენვერმა“ რეგულარულში რიგით 22-ე მატჩი მოიგო. „ნაგეთსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფებამ „მემფისი“ კი 17 მოგებითა და 17 მარცხით მეათე პოზიციაზეა.

ნიუ ორლეანი – კლივლენდი (116:82)

ვაშინგტონი – ფილადელფია (101:127)

სან ანტონიო – ორლანდო (104:77)

ჩიკაგო – მაიამი (90:101)

იუტა – ჰიუსტონი (114:99)

ლეიკერსი – ინდიანა (105:100)

დატოვე კომენტარი