„დენვერმა“ „მემფისს“ დაძაბულ ბრძოლაში სძლია - იოკიჩი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „მემფისმა“ საკუთარ არენაზე „დენვერს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით დაამარცხა (102:103).
გამარჯვებული მატჩის ბოლო წამებზე გამოვლინდა. გადამწყვეტი როლი დენვერელთა წარმატებაში ნიკოლა იოკიჩმა ითამაშა, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა. სერბს სამმაგ დუბლამდე სამი პასი დააკლდა. 21-21 ქულა მიითვალეს მაიკლ პორტერ ჯუნიორმა და ვილ ბარტონმა.
„მემფისს“ წინ გასვლა ბოლო წამებზე შეეძლო, თუმცა ჯა მორანტმა შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, „დენვერმა“ რეგულარულში რიგით 22-ე მატჩი მოიგო. „ნაგეთსი“ დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფებამ „მემფისი“ კი 17 მოგებითა და 17 მარცხით მეათე პოზიციაზეა.
ნიუ ორლეანი – კლივლენდი (116:82)
ვაშინგტონი – ფილადელფია (101:127)
სან ანტონიო – ორლანდო (104:77)
ჩიკაგო – მაიამი (90:101)
იუტა – ჰიუსტონი (114:99)
ლეიკერსი – ინდიანა (105:100)