დონჩიჩის სამმაგი დუბლი „სან ანტონიოსთან" მოგებულ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ოლ სტარის“ შესვენების შემდეგ რეგულარული სეზონი განახლდა. „დალასმა“ საკუთარ არენაზე „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 115:104 სძლია.

მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ლუკა დონჩიჩმა, მის ანგარიშზე 22 ქულა, 12 მოხსნა და 12 პასია. 28 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა კრისტაპს პორზინგისმა.

„სპურსის“ რიგებში ყველაზე მეტი 30 ქულა და 11 პასი დემარ დეროუზანმა მიითვალა. 14 ქულა დააგროვა პატი მილსმა. 13 ქულით დაასრულა მატჩი რუდი გეიმ, მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

„დალასი“ 19 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. „სან ანტონიო“ „მავერიკსზე“ ერთი საფეხურით მაღლა – მეშვიდე პოზიციაზეა.

მემფისი 127: 112 ვაშინგტონი