„დეტროიტმა" და „საკრამენტომ" გამთამაშებლები გაცვალეს #1TVSPORT
„დეტროიტმა" და „საკრამენტომ" გამთამაშებლები გაცვალეს #1TVSPORT

NBA-ში გუნდებს შემადგენლობებში ცვლილებების შესატანად ერთი დღე დარჩათ. გაცვლების ბოლო დღე სწორედ დღესაა. „საკრამენტომ“ კორი ჯოსეფი „დეტროიტში“ დელონ ვრაიტის სანაცვლოდ გაუშვა. ჯოზეფის ხელფასი ვრაიტის ჰონორარს სამი მილიონი დოლარით აღემატება. ამის გამო „კინგსმა“ „პისტონსს“ დრაფტის ორი მოთამაშეც დაუთმო.

„დეტროიტისთვის“ მიმდინარე სეზონი მომავალი რეგულარულისთვის მოსამზადებლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა.

რაც შეეხება „საკმრამენტოს“, „კინგსი“ 19 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის.