„მემფისმა“ იონას ვალანჩუნასი „ნიუ ორლეანში“ გაუშვა #1TVSPORT
„მემფისმა“ იონას ვალანჩუნასი „ნიუ ორლეანში“ გაუშვა #1TVSPORT

„ნიუ ორლეანი“ და „მემფისი“ მსხვილ გარიგებას ამზადებენ.

როგორც ცნობილმა მიმომხილველმა ედრიან ვოინაროვსკიმ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, კლუბებმა მოილაპარაკეს გაცვლაზე, რომლის მიხედვითაც ლიეტუველი ცენტრი იონას ვალანჩუნასი „ნიუ ორლეანის“ კალათბურთელი გახდება, „მემფისში“ კი გადავლენ ცენტრი სტივენ ადამსი და გამთამაშებელი ერიკ ბლედსოუ.

გარდა ამისა, „პელიკანსმა“ მიიღო დრაფტზე მე-17 და 51-ე არჩევანის უფლება.