შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.