ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული პირები მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან, ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. ისინი ზესტაფონის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზესტაფონის მერმა ისინი უკანონოდ გაათავისუფლა, უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი სასამართლომ დაადგინა და კახაბერ მახათაძეს მათი დაუყოვნებლივ აღდგენა დაავალა, თუმცა მერი გადაწყვეტილებას არ ასრულებს.
ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულები იმასაც ამბობენ, რომ დაარსების დღიდან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან, ზესტაფონის მერი კი „ოცნების“ აქტივისტებს ებრძვის. მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლებისა და პროკურატურისგან კახაბერ მახათაძის საქმიანობის შესწავლას ითხოვენ.