ზეევ ელკინი - აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანა მშვიდობიანი დარეგულირების შანსებს აჩენს
პალესტინასთან კონფლიქტის დარეგულირება მოხდება, თუ პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმზე პრეტენზიებს დათმობენ – ამის შესახებ იერუსალიმის საკითხებში ისრაელის მინისტრმა, ზეევ ელკინმა განაცხადა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, აბსურდულია მტკიცება, რომ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია.
„არ მოხდება მშვიდობიანი დარეგულირება, თუ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი არ იქნება. სწორედ საელჩოს გადატანაზე უარის თქმა უჩენს პალესტინელებს ილუზიას, რომ კონფლიქტის დარეგულირება შესაძლებელია. ისრაელის არცერთი მთავრობა ამაზე არ წავა“, – აღნიშნა ელკინმა.
ისრაელის მთავრობის წევრმა ასევე თქვა, რომ საელჩოს გადატანა მშვიდობიანი დარეგულირების შანსებს აჩენს.