მაიკ პენსი - აშშ-ის საელჩო იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადავა
მაიკ პენსი - აშშ-ის საელჩო იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადავა

აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში 2019 წლის ბოლომდე გადაიტანენ,  – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდნეტმა მაიკ პენსმა ისრაელში ვიზიტის დროს გააკეთა.

პენსი უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, შემდეგ კი ქნესეთში სიტყვით გამოვიდა.

პარლამენტში გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს სიტყვა არაბმა დეპუტატებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

შეგახსნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად 2017 წლის დეკემბერში აღიარა და განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში უახლოეს მომავალში გადავა.