მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო გათამაშება „ზე რაგბის“ წყნარი ოკეანის კუნძულების გუნდი არ დაემატება.
კუნძულელებს ძალიან ნიჭიერი მოთამაშეებით ჰყავთ და მათი უდიდესი ნაწილი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე თამაშობს. ფიჯის, ტონგას და სამოას ფედერაციებს იმედი ქონდათ, რომ „ზე რაგბიში“ გუნდის დამატებით ამ მორაგბეების ნაწილს შინ დააბრუნებდნენ, რაც მათ ნაკრებ გუნდებსაც წაადგებოდა.
აღნიშნული წინადადებებით ფედერაციებმა „სანზარს“ ივნისში მიმართეს.
ფიჯის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯონ ო’კონორმა, განაცხადა, რომ მმართველმა ორგანომ მათი წინადადება მოიწონა, თუმცა საბოლოო ჯამში მისი დაკმაყოფილებაზე ფინანსური მიზეზების გამო თქვა უარი.
„წყნარი ოკეანის კუნძულების გუნდის დამატებით არსებულ მოდელს ექმნება საფრთხე. მათ მიერ შემოთავაზებული პირობებით გუნდის შენახვა შეუძლებელია“, – ამბობს ო’კონორი განცხადებაში.
ფიჯის რაგბის კავშირს წინადადების ფინანსურ მხარეზე დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ცნობილია, რომ მინიმალური წლიური ინვესტიცია 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.