ჯულიან სავეა „ჰარიქეინსში“ დაბრუნდა
„ჰარიქეინსმა“ დაადასტურა, რომ ჯულიან სავეა გუნდს დაუბრუნდა და სეზონის ბოლომდე დაეხმარება. 29 წლის ათლეტი საფრანგეთიდან ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაბრუნდა და აპირებს, რომ მომდევნო მატჩებში ძმასთან, არდი სავეასთან ერთად ითამაშოს.
Welcome back Julian! Nice to have you back in the fold for the rest of the season.
Tickets for our clash against the mighty @ChiefsRugby are on sale here: https://t.co/LMRAkMoovO
It’s our last home game, so let’s pack out @skystadium pic.twitter.com/qspz5Uno7w— Hurricanes Rugby (@Hurricanesrugby) July 27, 2020
ფიზიკურად ძლიერი გარემარბი ბენ ლემს ჩაანაცვლებს, რომელმაც გასულ ტურში ველინგტონურ კლუბში ბოლო მატჩი ჩაატარა და საფრანგეთში გაემგზავრა.
„ჰარიქეინსის“ მთავარი მწვრთნელი ჯეისონ ჰოლანდი ბედნიერია, რომ ჯულიანი კლუბს დაუბრუნდა და მისი შემართებით კმაყოფილია.
„ის ძალიან ბევრს შრომობს. ჩვენს კლუბში ჯულიანს 100 თამაში აქვს ჩატარებული და იმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც წარსულში მომხდარა. ველით, რომ დარჩენილ ორ ტურში მისი გამოცდილება წაგვადგება. ის ბიჭებს დაეხმარება და გარემარბის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს,“ – განაცხადა მან.
„ჰარიქეინსს“ მომდევნო თამაში 8 აგვისტოს, აუტსაიდერი „ჩიფსის“ წინააღმდეგ აქვს. ჰოლანდი თვლის, რომ ამ მატჩისთვის სავეა მზად არ იქნება, მაგრამ აპირებს, რომ ყოფილ „ოლ ბლექს“ ბოლო შეხვედრაში მისცეს შანსი.