ჯონა ნარეკი - ახალ ზელანდიური რაგბის ახალი ვარსკვლავი [ვიდეო] #1TVSPORT
ჯონა ნარეკი - ახალ ზელანდიური რაგბის ახალი ვარსკვლავი [ვიდეო] #1TVSPORT

ახალ ზელანდიური „ზე რაგბის“ (SUPER RUGBY – AOTEAROA) მეორე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს „ჰაილენდერსი“ და „ჩიფსი“ დაუპირისპირდნენ და მატჩის გმირი „მთიელების“ ახალწვეული გარემარბი – 23 წლის ჯონა ნარეკი გახდა.  

„ჰაილენდერსი“ „ბელადებთან“ პირველი ტაიმის ბოლოსკენ ანგარიშით 20:6 აგებდა, თუმცა 14 ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა და საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა (39:23).

ამაში უმთავრესი როლი ახალი ზელანდიური რაგბის ახლად გამოჩენილმა ვარსკვლავმა, ჯონა ნარეკიმ შეასრულა, რომლის ანგარიშზეც სამი ლელო იყო. 33-ე წუთზე „მთიელები“ მატჩში სწორედ მან დააბრუნა, როდესაც მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და ლელომდე პრაქტიკულად მთელი მოედანი ირბინა.

მის მორიგ გარღვევას ფრიზელის ლელო მოჰყვა, ხოლო დასკვნით ოც წუთში (57, 69) ნარეკიმ კიდევ ორჯერ მოახერხა ლელოს დადება და საბოლოოდ, მისმა გუნდმა ანგარიშით 23:39 გაიმარჯვა.

ჯონა ნარეკის საუკეთესო მომენტები და ჰეთთრიკი:

სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე ცხრა ქულით „ქრუსეიდერსია“, რომელმაც მეორე ტურში „ჰარიქეინზი“ დაამარცხა, მეორე ადგილს კი ხუთი ქულით „ჰაილენდერსი“ იკავებს.