SANZAR-მა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ახალ ზელანდიური „ჩიფსის“ მგეზავი დამიან მაქენზი დაასახელა.
23 წლის მორაგბემ ჩემპიონ მგეზავ, რიჩი მო’უნგასაც აჯობა, რომელსაც სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. SANZAR-მა იგი „თამაშის თითოეული დეტალის და დაწვრილებითი სტატისტიკის“ საფუძველზე შეაფასა.
„ზე რაგბის“ წლევანდელი სეზონის მანძილზე არც ერთი მოთამაშე არ გაცდენია მეტ მეტოქეს, ვიდრე მაქენზი. იგი ასევე საუკეთესოებს შორის ხაზის გაჭრებში, ოფლოუდებში, ლელოებში ჩართულობაში და მოპოვებულ მეტრებში მოხვდა.
დამიან მაქენზიმ სეზონის მანძილზე 177 ქულა, 950 მეტრი და 26 ხაზის გაჭრა მოაგროვა.
საუკეთესოებს შორის შვიდი ახალ ზელანდიელი მოხვდა, მათ შორის სამი მაქენზის გუნდელია – ენტონ ლენეტ-ბრაუნი, ბროდი რეთალიქი და თიჯეი პირენარა.