ზაზა სოფრომაძე - საქართველოში მენინგოკოკცემიის განვითარებისა და ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია
ზაზა სოფრომაძე - საქართველოში მენინგოკოკცემიის განვითარებისა და ლეტალობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია

საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით​, საქართველოში მენინგოკოკცემიის განვითარებისა და ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ​სრულად უზრუნველყოფს მენინგოკოკცემიის მკურნალობას.

„მენინგოკოკცემია საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. საჭიროა მთელი რიგი პრევენციული ზომების მიღება, რათა არ განვითარდეს მენინგოკოკცემია. თუმცა, სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს მენინგოკოკცემიის მკურნალობას. საერთაშორისო მაჩვენებლებს თუ შევადარებთ საქართველოში არსებულ მაჩვენებლებს, მაშინ ცხადად ჩანს, რომ ზოგადად მენინგოკოკცემიის განვითარების პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ ძალიან დაბალი. ასევე ლეტალობის მაჩვენებელიც ძალიან დაბალია, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით“, – აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.