ზაზა სოფრომაძე - კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა კითხვებს, რაც „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით არსებობდა
ზაზა სოფრომაძე - კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა კითხვებს, რაც „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით არსებობდა

კონკურენციის სააგენტომ დღეს ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ  კონკურენციის სააგენტოს მიერ „სიტროენ ჯორჯიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტომ საჭიროდ არ ჩათვალა ამ საკითხის განხილვა.

„ბუნებრივია, ვერავის დავუშლით პირადი აზრის გამოხატვას. ვფიქრობ, დღეს კონკურენციის სააგენტომ ნათელი პასუხი გასცა იმ კითხვებს,  რაც საზოგადოებაში არსებობდა. კონკურენციის სააგენტომ არც ჩათვალა საჭიროდ, განეხილა ეს საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებიც არის დასახელებული.  ამ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში“, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

კონკურენციის სააგენტომ კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დღეს დაუშვებლად ცნო. თუმცა, საჩივრის იმ ნაწილს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ექვსი ეკონომიკური აგენტის მიერ შეთანხმებულ მოქმედებაზე, კონკურენციის სააგენტო გამოიკვლევს.

საუბარია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევაზე.

„სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით, განცხადება კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა.