ზაზა სარალიძის დედა - პოლიციელებს არ ვუცემივარ, ცუდად გავხდი და წავიქეცი
პოლიციელებს არ ვუცემივარ, ცუდად გავხდი და ჩემით წავიქეცი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძის დედამ განუცხადა.
„ჩემს რძალს მივეცი ჩანთა. ვუთხარი, რომ ჩემი შვილი უნდა დავიცვა. ამ დროს ვხედავ, ზაზა ძირს აგდია და რამდენიმე ადამიანი ადგას, ზედახორა იყო, სისხლიც დავინახე, ცუდად გავხდი და ჩემით წავიქეცი. მე პოლიციელებს არ ვუცემივარ. ტყუილი არ მიყვარს და ამას ვერ დავაბრალებ. პირიქით, კორიდორი გააკეთეს ჰაერი მიეცით. საავადმყოფოში წამიყვანეს. მინდა, ინგოროყვას კლინიკის ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ზაზა სარალიძის დედამ.
ზაზა სარალიძე და მისი დედა პარლამენტთან, აქციაზე შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში მათი გადაყვანა გახდა საჭირო.
რუსთაველის გამზირზე არასამთავრობოების ნაწილი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს.