ზაზა სარალიძე - ვფიქრობ, პრეზიდენტი ჩემს საკითხზე მოსალაპარაკებლად მთავრობას შეხვდება
პრეზიდენტმა გამოთქვა სოლიდარობა ჩვენ მიმართ, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს გაუზიარა ის დეტალები, რომელიც გამოძიებამ დამალა.
„უკვე ვთქვი, რომ გამოძიება აღარ იქნება. არ არსებობს გამოძიება, არ არსებობენ მოწმეები, არ არსებობს ნივთმტკიცება, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. პრეზიდენტმა გამოთქვა სოლიდარობა ჩვენ მიმართ. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩემი შვილის მკვლელები ყველა უნდა დაისაჯოს. გავუზიარე ის დეტალები, რაც იყო დამალული. მას რა ბერკეტები აქვს და რას გამოიყენებს, ამას ვერ გეტყვი. ჩემი აზრით, სავარაუდოდ პრეზიდენტი მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად, რომ როგორმე მივიღოთ ის მოცემულობა, რაც ჭეშმარიტებას შეესაბამება”, – განაცხდა ზაზა სარალიძემ.