ზაზა სარალიძე - თუ კაცია ზვიად ფხაკაძე, გაასაჯაროოს, რას ვწერდი
ზაზა სარალიძე - თუ კაცია ზვიად ფხაკაძე, გაასაჯაროოს, რას ვწერდი

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძესთან შეტყობინებების გაგზავნის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

მისი თქმით, შეტყობინებას იმ ეპიზოდში წერდა, როდესაც პროკურორი დროებით საგამოძიებო კომისიაზე მ.კ.-სთან დაკავშირებით საუბრობდა.

„თუ კაცია, გაასაჯაროოს, რას ვწერდი. ვაგინებდი ადრეც და ისევ შევაგინებ ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებელს რომ ვნახავ,  პირადადაც შევაგინებ. კალანდიას რომ ამართლებდა მაგ ეპიზოდში ვწერდი მას. გინება, მუქარა არა და თუ ეგ მუქარაა, იყოს მუქარა“,  – აცხადებს სარალიძე.

მან ჟურნალისტებს ფხაკაძის მისამართით გუშინ გაგზავნილი შეტყობინებებიც აჩვენა. 

ზვიად ფხაკაძემ დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ როცა გუშინ საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებას აძლევდა, ზაზა სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.