ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმსჯელეს.
„შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გადაწყვეტილებით შედგა. ჩვენ ვცდილობთ, ჭეშმარიტებას სამართლებრივი და არა სხვა გზებით მივაღწიოთ. ეს იყო ზოგადი მიმოხილვა. საქმის დეტალებში ვერ ჩავუღრმავდები. ვითანშრომლებთ მათთან, რატომ არ არიან ის პირები პასუხისგებაში მიცემულები, ვისაც საქმესთან აქვთ კავშირი. ჯერ არ ვიცი, რა სახის დახმარება შეუძლიათ, მაგრამ საქმის კურსში არიან და შეუძლიათ მიმართონ ხელისუფლებას, რომ წარიმართოს სწორი გამოძიება. ზოგადად შევეხეთ მაჩალიკაშვილის საქმესაც, მაგრამ დეტალებს ვერ ჩავუღრმავდით, რადგან ადვოკატები სჭირდება ამ საქმეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.