თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საპატრიარქოში მივიდა.
როგორც დღეს სარალიძემ განაცხადა, მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან აქვს შეხვედრა.
დაესწრებიან თუ შეხვედრას სხვა სასულიერო პირები, ამ ეტაპზე უცნობია. სარალიძეს საპატრიარქოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.