გურამ მაჭარაშვილი - ადამიანი, რომელიც პატრიარქზე ამბობს, რომ სუსტია, ეკლესიის პროცესებში ჩაერია, ადვილი მისახვედრია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ არის
გურამ მაჭარაშვილი - ადამიანი, რომელიც პატრიარქზე ამბობს, რომ სუსტია, ეკლესიის პროცესებში ჩაერია, ადვილი მისახვედრია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ არის

ბრაზი გადამივიდა სინანულში. ადამიანი, რომელიც პატრიარქზე ამბობს, რომ სუსტია, ეკლესიის პროცესებში ჩაერია, ადვილი მისახვედრია, რომ ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ვერ არის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, რომელზეც არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, მსოფლიო საეკლესიო საზოგადოებაა შეთანხმებული, მათ შორის არაქრისტიანული, სხვა კონფესიის ლიდერებიც კი აღიარებენ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის წმინდა ადამიანი და, ამ ფონზე, შეურაცხყოფას აყენებ, ფაქტია, რომ ჯანსაღად ვერ ხარ. ასეთი ადამიანი უნდა შეგეცოდოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.