ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შემოვიდნენ
უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ და დარბაზი მალევე დატოვეს.
ამასთან, დეპუტატ სოფო კილაძის განცხადებით, გაურკვეველი ნივთიერების სხდომათა დარბაზში შეტანის შემდეგ ერთ-ერთი დეპუტატი ცუდად გახდა. კილაძე არ აკონკრეტებს, რომელი დეპუტატია ცუდად. ამასთან, მისივე თქმით, სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა.
დეპუტატი გია გაჩეჩილაძის თქმით, „ეს არის ტერორისტული აქტი“.
„რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი „ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
ამასთან, ამ ამ წუთებში დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.