ზაზა ნადირაძე - ტრავმა ხელს მიშლის, მაგრამ ყველანაირად ვეცდები და მაქსიმალურს გავაკეთებ | მინსკი 2019 [ვიდეო]
მინსკის ევროპულ თამაშებზე ქართველი ნიჩბოსანი, ზაზა ნადირაძეც ჩაერთო. მან 200 მეტრზე სპრინტის წინასწარი რბოლა პირველ ადგილზე (39.421 წამი) დაასრულა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გამოსვლის შემდეგ, ზაზა ნადირაძემ პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და განაცხადა, რომ ტრავმის მიუხედავად, მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს.