ზაზა ფაჩულიამ წლევანდელ პლეი ოფში პირველად ითამაშა
ზაზა ფაჩულიამ წლევანდელ პლეი ოფში პირველად ითამაშა

სერიის მესამე მატჩი გაიმართა “გოლდენ სტეიტისა” და “ნიუ ორლეანის” სერიაში. შინ ორი მატჩის მოგების შემდეგ, NBA-ის მოქმედი ჩემპიონი გასვლაზე განადგურდა – 100:119.

“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა დანაპირები შეასრულა და სასტარტო შემადგენლობაში დააყენა სტეფ კარი, რომელმაც 28 წუთი და 33 წამს ითამაშა და 19 ქულა (6/19 -თამაშიდან, 3/9 – სამქულიანები, 4/4 – საჯარიმოები), ექვსი მოხსნა, ორი პასი და ოთხი ჩაჭრა დააგროვა.

უორიორზი” მხოლოდ შეხვედრის სტარტზე იყო წინ ერთი ქულით, დანარჩენი დრო კი “ნიუ ორლეანი” კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა.

მესამე-მეოთხედის სტარტზე, “გოლდენ სტეიტი” ექვს ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ ამას მოჰყვა “პელიკანების” 19:5 გაქცევა, რის შემდეგაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

სტივ კერმა ბოლო ხუთი წუთი მოედანზე გაიყვანა ზაზა ფაჩულია. ეს ქართველი ცენტრის პირველი სათამაშო წუთები იყო ამ პლეი ოფში. ზაზამ სამი ქულა, ხუთი მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა და მატჩი “+5” სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა.

სერიის მეოთხე მატჩიც “ნიუ ორლეანის” მოედანზე გაიმართება – 6 მაისს, თბილისის დროით 23:30 საათზე.

ნიუ ორლეანი-გოლდენ სტეიტი 119:100

30:21, 32:35, 30:19, 27:25
ნ-ო: დევისი (33+18 მოხსნა), ჰოლიდეი (21+7 მოხსნა), მიროტიჩი (16+13 მოხსნა), მური (13), რონდო (4+10 მოხსნა+21 პასი) – სასტარტო; კლარკი (18), ჰილი (9), მილერი (5), ლიგინსი (0), დიალო (0).
გ-ს: ტომპსონი (26+7 მოხსნა), დურანტი (22), კარი (19+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), გრინი (11+12 მოხსნა+9 პასი), მაკგი (2) – სასტარტო; ლუნი (6), იგუოდალა (4), ფაჩულია (3), კუკი (2), ნ. იანგი (2), ლივინგსტონი (2), ბელი (1), უესტი (0).
სერია: 1-2