“ნიუ ორლეანისა” და “გოლდენ სტეიტის” სერიის მესამე მატჩის წინ, მოთელვისას ზაზა ფაჩულიამ და სტეფ კარიმ თავებით ეფექტურად გაათამაშეს ბურთი, რის შემდეგაც, “უორიორზის” სნაიპერმა ქართველი კალათბურთელის პასით სამქულიანი ჩააგდო.
მესამე მატჩში “ნიუ ორლეანმა” 119:100 მოიგო და სერიაში შეამცირა სხვაობა – 1:2.
ზაზა ფაჩულიამ ბოლო ხუთ წუთს ითამაშა და სამი ქულა, ხუთი მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა.