ზაურ დარგალი - მსხვილმა ექსპორტიორებმა დღეს მარნეულში სამაცივრე მეორნეობა დაათალიერეს, ისინი დაინტერესებული არიან პროდუქციის გატანით
მარნეულის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, მსხვილი ექსპორტიორები დაინტერესებული არიან მარნეულში სასოფლო პროდუქციით და პროდუქციის გარეთ გატანით.
მისივე თქმით, დღეს მსხვილმა ექსპორტიორებმა სამაცივრე მეურნეობასთან ერთად დაათვალიერეს ადგილობრივი ბაზარი.
„აღნიშნული ჯგუფი დაინტერესებულია მარნეულში სასოფლო პროდუქციით და პროდუქციის გარეთ გატანით. მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრს, მინისტრის მოადგილეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაში“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.