ზაურ დარგალი - მიმდინარე წელს მარნეულში განხორციელდა ბევრი პროექტი, რომელიც მიმართული იყო მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად
მიმდინარე წლის განმავლობაში, მარნეულში განხორციელდა ბევრი ახალი ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიზანმიმართული იყო მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და ყოველდღიური ყოფის გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა, რომელმაც მუშაობის ერთი წელი შეაფასა.
ზაურ დარგალმა მარნეულის მცხოვრებლებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეეცადა, მოქალაქეების მოლოდინი გაემართლებინა.
„მიმდინარე წლის განმავლობაში, მარნეულში განხორციელდა ბევრი ახალი ინფრასტრუქტურული, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიზანმიმართული იყო მოსახლეობის ცხოვრების დონის ასამაღლებლად და ყოველდღიური ყოფის გასაუმჯობესებლად. ჩვენი გუნდი, აგრძელებს თქვენს სამსახურში ყოფნას, რაც ჩემთვის, როგორც არჩეული მერისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. გარწმუნებთ, ჩემი, როგორც მერის საქმიანობა და მზრუნველობა მიმართულია ყველა მოქალაქის მიმართ. ჩვენ ამ მიზნით მოვედით და ასეთივე შემართებით ვაგრძელებთ თითოეული მოქალაქის მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს გლობალური პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან მიმართებაში გატარებული ეფექტიანი ნაბიჯები, რომელიც ცხადია, ყოველდღიურ რეჟიმში კვლავ გრძელდება, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოსახლეობასთან ერთად წარმატებით გადალახა ამ წლის მნიშვნელოვანი გამოწვევები. ეს იყო დასტური ჩვენი ერთობის, ასეც უნდა გაგრძელდეს. დიდი იმედი მაქვს თქვენი, მოსახლეობის მხარდაჭერისა და თანადგომის. ჩვენ ერთად გადავლახავთ ჩვენს წინაშე წამოჭრილ ყველა გამოწვევას“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.