შვეიცარიულმა საჯინიბო „ზაუბერმა“ ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება – 2019 წლის სეზონში „ალფა რომეოს“ სახელით გამოვა, – ამის შესახებ ფორმულა 1-ის ოფიციალური გვერდი წერს.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ 2019 წლის ჩემპიონატს დავიწყებთ, როგორც „ალფა რომეოს“ გუნდი“, – განაცხადა შვეცარიული გუნდის ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვასერმა.
„ზაუბერი“ და „ალფა რომეო“ 2017 წლიდან თანამშრომლობენ.
„ალფა რომეო“ ახალი ბოლიდის პრეზენტაციას 18 თებერვალს მოაწყობს.
შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში ამ გუნდის ერთ-ერთი პილოტი იქნება „ფერარის“ ყოფილი წევრი, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი.