კიმი რაიკონენი 2020 წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს
კიმი რაიკონენი 2020 წლის ბოლოს კარიერას დაასრულებს

„ალფა რომეოს“ ფინელი პილოტი კიმი რაიკონენი 2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ფორმულა 1-ში კარიერის დასრულებას გეგმავს. რამდენიმე წყაროს ცნობით, ვეტერანი მრბოლელი უახლოეს პერიოდში აცნობებს თავის ამჟამინდელ გუნდს, რომ არ აპირებს 2021 წლის ჩემპიონატში გამოსვლას.

რაიკონენი ფორმულა 1-ში მე-18 სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მას აქვს შანსი – დაამხოს ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოს რეკორდი „სამეფო რბოლებში“ ჩატარებული ეტაპების რაოდენობით. ეს რეკორდი 322 რბოლას უდრის და რაიკონენს მისი გაუმჯობესება 11 ოქტომბერს, გერმანიის „ნიურბურგრინგზე“ შეეძლება.

40 წლის რაიკონენი მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონია. მას კარიერაში 21 ეტაპი აქვს მოგებული.

წლევანდელ სეზონში ფინელს არც ერთი ქულა არ აქვს მოპოვებული, უნგრეთის გრანპრიზე კი კარიერაში პირველად დაიკავა ბოლო ადგილი საკვალიფიკაციო რბოლაში.