ლუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ის ისტორიაში უსწრაფესი წრე გაიარა (ვიდეო)
ლუის ჰემილტონმა ფორმულა 1-ის ისტორიაში უსწრაფესი წრე გაიარა (ვიდეო)

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა იტალიის გრანპრიზე კვალიფიკაციისას უნიკალური რეკორდი დაამყარა. ბრიტანელმა თავისი უსწრაფესი წრე წუთსა და 18.887 წამში გაიარა. მსოფლიოს ჩემპიონის საშუალო სიჩქარემ ამ წრეშე საათში 264.36 კილომეტრი შეადგინა, რაც ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია. წინა საუკეთესო შედეგი ფინელ კიმი რაიკონენს ეკუთვნოდა – 263.58 კმ/სთ.

ჰემილტონმა კარიერაში 94-ე პოული მოიპოვა. ბრიტანელი ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში 47 ქულით ლიდერობს საერთო ჩათვლას.

დატოვე კომენტარი