კიმი რაიკონენმა მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა
კიმი რაიკონენმა მიხაელ შუმახერის რეკორდი გააუმჯობესა

ფორმულა 1-ის საჯინიბო „ალფა რომეოს” პილოტმა კიმი რაიკონენმა ახალი რეკორდი დაამყარა კარიერის განმავლობაში გავლილი წრეების რაოდენობით.

კვირას, ბრიტანეთში გამართული გრანპრის დროს, 40 წლის ფინელმა პილოტმა გააუმჯობესა ლეგენდარული გერმანელის მიხაელ შუმახერის რეკორდი: „სილვერსტოუნის” რბოლის შემდეგ, კიმის 16845 წრე დაუგროვდა. მიხაელ შუმახერმა კარიერა 16825 წრით დაასრულა.

კიმი რაიკონენმა კვირის რბოლა მე-15 ადგილზე დაამთავრა.