„ზაუბერი“ ოფიციალურად „ალფა რომეო“ გახდა
„ზაუბერი“ ოფიციალურად „ალფა რომეო“ გახდა

შვეიცარიულმა საჯინიბო „ზაუბერმა“ ოფიციალურად შეიცვალა სახელწოდება – 2019 წლის სეზონში „ალფა რომეოს“ სახელით გამოვა, – ამის შესახებ ფორმულა 1-ის ოფიციალური გვერდი წერს.

„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ 2019 წლის ჩემპიონატს დავიწყებთ, როგორც „ალფა რომეოს“ გუნდი“, – განაცხადა შვეცარიული გუნდის ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვასერმა.

ზაუბერი“ და „ალფა რომეო“ 2017 წლიდან თანამშრომლობენ.

„ალფა რომეო“ ახალი ბოლიდის პრეზენტაციას 18 თებერვალს მოაწყობს.

შეგახსენებთ, რომ მომავალ სეზონში ამ გუნდის ერთ-ერთი პილოტი იქნება „ფერარის“ ყოფილი წევრი, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კიმი რაიკონენი.