ლუის ჰემილტონი „წლის ადამიანი“ გახდა
ლუის ჰემილტონი „წლის ადამიანი“ გახდა

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) 2020 წლის სეზონის მიხედვით პრიზები დაარიგა.

ფორმულა 1-ის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის პრიზი მიიღო „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ გერმანელს მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილთან 124-ქულიანი სხვაობა – ყველაზე დიდია ისტორიაში. არადა. ჰემილტონმა ერთი რბოლა გამოტოვა კორონავირუსის გამო.

გარდა ამისა, FIA-მ ჰემილტონი „წლის ადამიანად“ აღიარა.

„მერსედესი“ მეშვიდედ გახდა კონსტრუქტორთა თასის მფლობელი.

„ალფა რომეოს“ პილოტმა კიმი რაიკონენმა მიიღო „წლის მომენტის“ ჯილდო – პორტუგალიის გრანპრის სტარტზე მე-16 ადგილიდან მეექვსე ადგილამდე გარღვევის გამო.

ასევე ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნა ბაჰრეინის გრანპრის მარშალებისა და სამედიცინო სამსახურის მოქმედება იმ ავარიისას, რომელშიც „ჰაასის“ პილოტი რომენ გროსჟანი მოხვდა.