ზაქარია ქუცნაშვილი - თუ შეიძლება მისი უწმინდესობის კრიტიკა, არ მესმის, რატომ არ შეიძლება, გავაკრიტიკოთ სხვა თანამდებობის პირი 
ზაქარია ქუცნაშვილი - თუ შეიძლება მისი უწმინდესობის კრიტიკა, არ მესმის, რატომ არ შეიძლება, გავაკრიტიკოთ სხვა თანამდებობის პირი 

თუ შეიძლება მისი უწმინდესობის კრიტიკა, არ მესმის, რატომ არ შეიძლება, გავაკრიტიკოთ თანამდებობის პირები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, ტაბუირებული თანამდებობის პირი და ტაბუირებული თემა ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს.

“მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს კრიტიკული აზრი, თეა წულუკიანს და ნებისმიერ მოქალაქეს. გამოხატვის თავისუფლება, თუ არ შეიცავს უხამს განცხადებებს, ჯდება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, განვასხვავოთ უხამსი თავისუფლებისგან. უხამსი განცხადება სხვაა, გამოხატვის თავისუფლება სხვაა. ტაბუირებული თანამდებობის პირი და ტაბუირებული თემა ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. თუ შეიძლება მისი უწმინდესობის კრიტიკა, არ მესმის, რატომ არ შეიძლება, გავაკრიტიკოთ სხვა თანამდებობის პირი, – განაცხადა ქუცნაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა სახალხო დამცველის შესახებ თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. 

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია.