ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტი პიატიხატკი გაათავისუფლა
უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტი პიატიხატკი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის გუბერნატორი ვლადიმერ როგოვი „ტელეგრამზე“ წერს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს პიატიხატკის კონტროლქვეშ აყვანა. მტრის ტალღურმა შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, – წერს როგოვი.
გუბერნატორის თქმით, ამ მიმართულებებით „მძიმე და სისხლიანი ბრძოლები გრძელდება“ და მოსახლეობას ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტებზე საჭირო მარაგების შევსებისკენ მოუწოდა.