ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტი პიატიხატკი გაათავისუფლა

15:10, 18.06.2023

უკრაინამ ზაპოროჟიეს რეგიონში დასახლებული პუნქტი პიატიხატკი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებული ნაწილის გუბერნატორი ვლადიმერ როგოვი „ტელეგრამზე“ წერს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს პიატიხატკის კონტროლქვეშ აყვანა. მტრის ტალღურმა შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, – წერს როგოვი.

გუბერნატორის თქმით, ამ მიმართულებებით „მძიმე და სისხლიანი ბრძოლები გრძელდება“ და მოსახლეობას ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტებზე საჭირო მარაგების შევსებისკენ მოუწოდა.

მსგავსი