ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარში, სადაც ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს, ავტომობილი აფეთქდა. ინფორმაციას საოკუპაციო ძალები ავრცელებენ.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
რუსეთის მიერ დანიშნული ოკუპირებული ოლქის ხელმძღვანელი ვლადიმირ როგოვი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. მისი თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაამსხვრია, ასევე განადგურდა გვერდით მდგომი ავტომობილი.