ზაიონ უილიამსონი ორლანდოში ჩავიდა
ზაიონ უილიამსონი ორლანდოში ჩავიდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის განახლებამდე „ნიუ ორლეანის“ გულშემატკივრებისთვის მთავარ შეკითხვას ზაიონ უილიამსონის ტრავმის საკითხი წარმოადგენს. 2019 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ორლანდო პირადი მიზეზის გამო დატოვა და აქამდე უცნობი იყო, თუ როდის შეძლებდა ზაიონი გუნდთან დაბრუნებას.
„ათლეტიკის“ ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ უილიამსონმა უკვე ჩააბარა ტესტი კორონავირუსზე და ორლანდოში თვითიზოლაციაში იმყოფება. წყაროს ცნობით, ზაიონი 31 ივლისს „იუტას“ წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ „პელიკანსი“ პლეიოფის საგზურისთვის იბრძოლებს.