ზაალიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში დასასრულს უახლოვდება. ბოლოსწინა დღეს ტურნირზე მძიმეწონოსანი კაცები და ქალები ასპარეზობენ.
მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სახელით გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვიდნენ. გელამ სამი შეხვედრა მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის უკრაინელ ხამოს დაუპირისპირდება. სომხიშვილი კი პირველივე შეხვედრაში კორეელ კიმთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ფინალური ბლოკი 19:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ექვსი დღის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი გუნდი კი ჯერჯერობით მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.