ძიუდო | გურამ თუშიშვილი ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია, გელა ზაალიშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT

13:07, 24.09.2023
SOFIA, BULGARIA - MAY 1: Guram Tushishvili of Georgia celebrates the victory during the bronze medal match in the +100kgduring the European Judo Championships Senior 2022 on May 1, 2022 in Sofia, Bulgaria. (Photo by Nikola Krstic/MB Media/Getty Images)

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს წარმატებულად ასპარეზობენ ქართველი მძიმეწონოსნები გელა ზაალიშვილი და გურამ თუშიშვილი.

თუშიშვილმა ნახევარფინალში ყაზახ კახბიბაევს იპონით მოუგო და ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევს შეხვდება. ზაალიშვილი კი, რომელიც ნახევარფინალში ტასოევთან დამარცხდა, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება. მისი მეტოქე ბაშაევია.

ასევე წარმატებულად გამოდის ბაქოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100კგ). ქართველმა მეოთხედფინალში მარტივად სძლია ხორვატ ზლატკო კუმრიჩს და ნახევარფინალში იასპარეზებს.

სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ერეკლე ბაზიერიშვილი (100კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მსგავსი