ძიუდო | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა #1TVSPORT
ძიუდო | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა #1TVSPORT

3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქი მონპელიე ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა  – მძიმეწონოსან გელა ზაალიშვილის ნაცვლად კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილი (73კგ) იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატზე გამომსვლელთა შემადგენლობა:

კაცები

60 კგ – გიორგი სარდალაშვილი;

66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;

73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;

81 კგ – ტატო გრიგალაშვილი;

90 კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე;

100 კგ – ილია სულამანიძე;

+100 კგ – გურამ თუშიშვილი.

ქალები

57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე;

63 კგ – ეთერ ასკილაშვილი;

70 კგ – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია;

78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და ლუკა მაისურაძე (90 კგ.) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) დაეუფლნენ.