ძიუდო | გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალში არიან #1TVSPORT
ძიუდო | გურამ თუშიშვილი და გელა ზაალიშვილი ბაქოს გრანდ სლემის ნახევარფინალში არიან #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად შვიდი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობენ მძიმეწონოსნები გელა ზაალიშვილი და გურამ თუშიშვილი. თუშიშვილმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი ტამერლან ბაშაევი ლამაზი გდებით დაამარცხა და ნახევარფინალში ყაზახ კახბიბაევს შეხვდება, გელამ კი აზერბაიჯანელ გამზადხანოვს მოუგო და ფინალში გასასვლელად წონის პირველ ნომერს, ინალ ტასოევს დაუპირისპირდება.

ილია სულამანიძემ (100კგ) შეჯიბრებაზე პირველი დაპირისპირება მოიგო და მერვედფინალშია, ისევე როგორც ერეკლე ბაზიერიშვილი. ამ უკანასკნელმა იაპონელი ძიუდოისტი დაამარცხა.

სოფიო სომხიშვილი (+78 კგ), ვლადიმერ ახალკაცი და თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე – 90 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

22 ოქტომბერს ტურნირზე ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.