ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეში არიან, მოლაპარაკებების აზრს ვერ ვხედავ
ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეში არიან, მოლაპარაკებების აზრს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გზავნილი ხელისუფლებისგან მიღებულია, რომ ისინი არ აპირებენ კრიზისის დაძლევას.
„ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლება აპირებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეებში რჩებიან, რა შეთანხმებაზეა საუბარი. რაზე უნდა მივიდეთ? საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, როცა ნიკა მელია ციხეში რჩება? ეს გამორიცხულია. ეს გზა აირჩია ხელისუფლებამ და პასუხისმგებელიც ის იქნება იმ შედეგებზე, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება. ვიდრე პოლიტპატიმრები რჩებიან, არანაირ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება „ქართულ ოცნებასთან“. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შევიდა. ყრუ კედელს მიაყენა ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ და არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს, რომ დაიძრას ეს მართლაც გაყინული პროცესი, ჩვენ მივიდეთ გარკვეულ შეთანხმებამდე. ამის პირველი სიგნალი იქნებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება, რაზეც უარი თქვა „ქართულმა ოცნებამ“. მოლაპარაკებების აზრს ვერ ვხედავ, ვიდრე პოლიტპატიმრები ციხეში არიან. ამ შეხვედრაზე რომც მივიდეთ სასაუბროდ თუ მედიაციით გაიმართება, ალბათ მივალთ, რა თქმა უნდა, ერთადერთი მოთხოვნა იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რათა წინ წავიწიოთ სხვა მიმართულებით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.