მოსამართლემ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

15:50, 13.04.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

„ჩინჩალაძე მომიკითხეთ“, – ასე მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მან ასევე მოსამართლეს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა.

ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკა მელიას მიმართა, რომ ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია, რის გამოც, მომდევნო სხდომას ვერ დაესწრება.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში მოჰყვა შეძახილები – „მონა“.

სასამართლო პროცესი 29 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

მსგავსი