ზაალ უდუმაშვილი - ადამიანს, რომელიც თავად გადაწყვეტს, ბანერი ასწიოს, საჯაროდ ვერ გავკიცხავთ და აქციაზე ყოფნას ვერ დავუშლით
ადამიანს, რომელიც თავად გადაწყვეტს, ბანერი ასწიოს, საჯაროდ ვერ გავკიცხავთ და აქციაზე ყოფნას ვერ დავუშლით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა ამომწურავად გასცა პასუხი.
„ასეთი რაღაცები კეთდება ინდივიდუალურად ადამიანების მიერ. ეს არ არის პარტიის მიერ ორგანიზებული ხალხი, რომელიც ბანერებს განათავსებს. ადამიანს, რომელიც თავად გადაწყვეტს ბანერი ასწიოს, მას საჯაროდ ვერ გავკიცხავთ და აქციაზე ყოფნას ვერ დავუშლით. მეორეა – ჩვენ რომ მსგავსი რამის ორგანიზება გვჭირდებოდეს, მერწმუნეთ, ამას ბევრად ეფექტურად გავაკეთებთ. მგონი, ამ საკითხზე ამომწურავი კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა თავად გააკეთა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.